15 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ყველამ დავინახეთ როგორი პატივით დახვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრს - გურამ მაჭარაშვილი

ისტორიული ვიზიტი - ასე აფასებს მმართველი გუნდი პრემიერის ვიზიტს ჩინეთში. "ქართული ოცნების" შეფასებით, დახვედრის ცერემონიითაც დადასტურდა, თუ რამხელა პატივს სცემს ჩინეთი საქართველოს. მათივე განცხადებით, პრემიერის ვიზიტი შესძენს მეტ მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობას და გააღრმავებს კავშირებს.

"ყველამ დავინახეთ თუ როგორი პატივით დახვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ასევე, ვნახეთ იქიდან შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის გაღრმავდება პარტნიორული ურთიერთობები. ჩინეთი გახლავთ ის სახელმწიფო, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად გაძლიერდა. შესაბამისად, საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობები. პრემიერის ეს ვიზიტი ნამდვილად პოზიტიურ ელფერს შესძენს ორი ქვეყნის ჩვენს ურთიერთობებს," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ასეთი დონის შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობის არის.

დღის ამბები