15 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
ჯიმ ო’ბრაიენის განცხადება ნიშნავს, რომ აშშ გამადიდებელი შუშით აკვირდება იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში - სალომე სამადაშვილი

ვფიქრობ, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა. ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს თბილისში აფასებენ. პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ო"ბრაიენის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ აშშ გააგრძელებს დაკვირვებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე თუ რამდენად შეასრულებენ იმ ვალდებულებებს, რაც აქვთ აღებული. 

"ჯიმ ო’ბრაიენის განცხადება ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამადიდებელი შუშით აკვირდება იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში. გამადიდებელი შუშით დაკვირვება საჭიროა იმიტომ, რომ საგანგაშო სიგნალები მიიღეს, შესაბამისად ის განცხადება, რაც გაკეთდა არის შემდგომი - ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დააფიქსირა სურვილი ითანამშრომლოს ამ მიმართულებით და გააგრძელებს დაკვირვებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე თუ რამდენად შეასრულებენ იმ ვალდებულებებს, რაც აქვთ აღებული. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის პოზიტიური სიგნალი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები