15 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
კონტაქტი მაქვს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან, ლევან ხაბეიშვილთან, ასევე, კონტაქტი მაქვს მიხეილ სააკაშვილთან, იმიტომ, რომ მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი - გიორგი ვაშაძე

გია ბარამიძის განცხადებებს და "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ოპოზიციაში აფასებენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პროცესებთან დაკავშირებით განცხადებები არ მოუსმენია და კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

"არ მომისმენია, არ ვაპირებ მოვუსმინო და არც რაიმე კომენტარის გაკეთებას ბევრ იმ სისულელეზე, რაზეც საზოგადოება საუბრობს. საკითხი არის უინტერესო და მეორეხარისხოვანი. მესმის ტელევიზიები დაინტერესებულები არიან, მაგრამ ინტრიგა და სკანდალიც კი არ არის.

კონტაქტი მაქვს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან, ლევან ხაბეიშვილთან. კონტაქტი ნამდვილად მაქვს მიხეილ სააკაშვილთან, იმიტომ, რომ მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონსულტაცია ვისთანაც გავიარე ჩამოგითვალეთ," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, დავით კეზერაშვილის გავლენებზე "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე ღიად საუბრობენ - გია ბარამიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს პარტიაში ძალაუფლება აქვს და ამისთვის ფინანსურ რესურსებს ხარჯავს. ბარამიძე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესაც აკრიტიკებს და უკვირს, რატომ აღიზიანებს ნიკა მელიას პარტიაში ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის გავლენები. ბარამიძე მელიას უკვე პირდაპირ ეუბნება, რომ პარტია დატოვოს.

დღის ამბები