15 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
პატივს ვცემ ბატონი გიას მოსაზრებებს, თუმცა ნამდვილად ვერ დავეთანხმები ყველაფერში, რაც მან თქვა - დავით კირკიტაძე გია ბარამიძის განცხადებებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე გია ბარამიძის განცხადებებს ეხმაურება და პარტიაში არაფორმალურ მმართველობას უარყოფს. დავით კირკიტაძე ირწმუნება, რომ დავით კეზერაშვილი ეხმარება მხოლოდ მედიას და მათ პარტიაში ფინანსურ რესურსს არ დებს.

"პატივს ვცემ ბატონი გიას მოსაზრებებს, თუმცა ნამდვილად ვერ დავეთანხმები ყველაფერში, რაც მან თქვა. გიდასტურებთ ერთ რამეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დახმარება იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი და კრიტიკული მედია. ეხმარება კრიტიკულ მედიას და ეს არის უდიდესი დახმარება ჩვენი.

დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც თავისუფალი მედიის ფუნქციონირებას უწყობს ხელს და კონკრეტულად ამაზე ისაუბრა გია ბარამიძემაც," - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, დავით კეზერაშვილის გავლენებზე "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე ღიად საუბრობენ - გია ბარამიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს პარტიაში ძალაუფლება აქვს და ამისთვის ფინანსურ რესურსებს ხარჯავს. ბარამიძე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესაც აკრიტიკებს და უკვირს, რატომ აღიზიანებს ნიკა მელიას პარტიაში ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის გავლენები. ბარამიძე მელიას უკვე პირდაპირ ეუბნება, რომ პარტია დატოვოს.

 

დღის ამბები