26 ივნისი 2024,   17:54
ვრცლად
სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, 4 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი პირის მიმართ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
 
 

დღის ამბები