15 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია-რუსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლა - პრეზიდენტი

"ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე წერს. მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის.

შეგახსენებთ, სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა "ასტორია გრანდემ" ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

დღის ამბები