პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ამაღლებას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საეტაპო მოვლენა მოგვცემს პარტნიორობის გამყარებისა და არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზაციის საშუალებას," - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.