15 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"ეს ვიზიტი ჩინეთში შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული" - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს თბილისში აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობას მეტ მნიშვნელობას შესძენს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ჩინეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრს უმაღლესი დონის შეხვედრები აქვს და ეს ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა.

"უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი მიმდინარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები. ეს ვიზიტი შეიძლება შეფასდეს როგორც ისტორიული. მნიშნელოვანია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის აქამდეც არსებობდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობები, რომელსაც ჰქონდა ბევრი სხვადასხვა განზომილება და ჩვენ წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა. ხოლო, მიმდინარე გადაწყვეტილება, რომ ეს თანამშრომლობა იყოს აყვანილი სტრატეგიულ დონეზე, ეს კიდევ უფრო მეტს იმპულსს შემატებს იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობები და კიდევ უფრო ურთიერთსარგებლიანი გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტი პარტნიორულ თანამშრომლობაში უდიდეს როლს შეასრულებს. 

"ეს არის ისტორიული შეხვედრა და სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მტკიცე და მყარ გარანტიებს შეუქმნის როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური კეთილდღეობის და განვითარების. საქართველოს იბრუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო დონეზე იყო ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების ჰაბი," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები