15 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ჩინეთში განხორციელებული უმაღლესი დონის ვიზიტი საწყისი იქნება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და პარტნიორობის - მაკა ბოჭორიშვილი

ჩინეთში განხორციელებული უმაღლესი დონის ვიზიტი საწყისი იქნება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და პარტნიორობის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშეა მსოფლიოში, რომელიც მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა.

"ჩინეთი ანგარიშგასაწევი ძალაა. მაშინ, როცა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და ამ როლის გაზრდაზე ვსაუბრობთ, ამ კონტექსტში ხაზგასასმელია სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობა. ჩინეთში განხორციელებული უმაღლესი დონის ვიზიტი საწყისი იქნება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და პარტნიორობის, რაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ რეგიონში უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს და ჩვენი გეოგრაფიული მოცემულობა გამოვიყენოთ, როგორც სარგებელი და არა შემაფერხებელი ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის,"-განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები