15 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ნიკა მელიას ფრთა ჭიაბერაშვილის დაბრუნებას პარტიაში კეზერაშვილის გავლენების ზრდას უკავშირებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" ძველი წევრების დაბრუნება გრძელდება - გიორგი ვაშაძის შემდეგ, პარტიამ ფსონი ზურაბ ჭიაბერაშვილზე დადო და საგარეო მიმართულებაც ჩააბარა. საკადრო ცვლილებების მიღმა ნიკა მელიას გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალურ მმართველებს ხედავს. ძველი წევრების დაბრუნების ფონზე, ყოფილ და მოქმედ მენეჯმენტს შორის შიდა დაპირისპირება გრძელდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ვინც ენმ-ში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, მათ პარტიის დაზიანება აქვთ გადაწყვეტილი.

"როდესაც საუბრობენ პარტიაში რაიმე ტიპის არაფორმალურ მმართველობაზე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთ ადამიანს გადაუწყვეტია პარტიის დაზიანება, თუმცა ვერავინ ვერ დააზიანებს "ნაციონალურ მოძრაობას." ყველას მოვუწოდებ, რომ ნაცვლად ქვებისა და კენჭების სროლისა, შემოგვიერთდნენ და ერთად ვიბრძოლოთ,"-აცხადებს ლაშა ფარულავა.

ნიკა მელიას გუნდში კი ამბობენ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის პარტიაში დაბრუნება დავით კეზერაშვილის გავლენების გაძლიერებას მოწმობს.

"ბუნებრივი გაყოფა მოხდა, ადამიანებისა, რომლებიც თვალს ხუჭავდნენ არაფორმალურ მმართველობაზე და მეორე ჯგუფი აღმოჩნდა, რომელიც ღიად საუბრობს პრობლემებზე. სულ ორი გზაა - ან ლაგდები შიგნით, ან ფიქრობ შენ პოლიტიკურ მომავალზე, როგორ გააგრძელებ. თეორიულად დავუშვათ, რომ ვერ დავლაგდით შიგნით, მაგ დროს შერწყმა არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან, მე პირადად, არ გამაჩნია ამის სურვილი. იმის ილუზია ხომ არავის არ აქვს, რომ ლევანის მიერ ინიციირებული ამბავია და გაახსენდა ერთ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილი, დაუკავშირდა და მოიყვანა, ხომ?! ვინმეს სჯერა ამისი? ამ კონკრეტული კონფიგურაციით, დაწინაურდა კეზერაშვილის გავლენები პარტიაში,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები