17 აგვისტო 2026,   06:01
ვრცლად
ლევილის მამულში "ისტორიული დღეები" იწყება

ლევილის მამულში "ისტორიული დღეები" იწყება. დღეიდან, 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება.

პროგრამა მრავალფეროვანია და არაერთ ნომერს აერთიანებს. კულტურის სამინისტრო იმ გეგმის განხორციელებას განაგრძობს, რომლის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას ლევილის სახით ევროპაში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ექნება და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საფუძველი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს.

დღის ამბები