"ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი facebook-ზე მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფეიქ ნიუსზე წერს. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს რუსულ ლაინერზე განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
"მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან "ფეიკს" და შფოთავენ.
სინამდვილეში, ამით ორი რამე აშკარავდება - ერთი, რომ ყალბ ამბებზე აგებენ საკუთარ დღის წესრიგს და მეორე - თუ რამე არ მოიგონეს, არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი. თან, ასე, არაგრამატიკულად და უხარისხოდ.
მაგრამ ზუსტად ასეთი უგემოვნო "ფეიკები" აჩვენებს ყველაზე კარგად ვინ არის ორიენტირებული საქმეზე და ვინ ცილისწამებასა და ტყუილზე,"- წერს იონათამიშვილი facebook-ზე.