15 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ძველი სახეები ენმ-ში - "ნაციონალურ მოძრაობის" ყოფილი მენეჯმენტის აზრით, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაბრუნებამ დავით კეზერაშვილის გავლენები გააძლიერა

"ნაციონალურ მოძრაობის" ყოფილი მენეჯმენტის აზრით, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაბრუნებამ დავით კეზერაშვილის გავლენები გააძლიერა. ერთ დროს პარტიიდან წასული ჭიაბერაშვილი, ახლა საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი იქნება, ეს გადაწყვეტილება კი მელიას გუნდის თქმით, არა თავმჯდომარე ხაბეიშვილმა, არამედ სწორედ პარტიის არაფორმალურმა მმართველებმა მიიღეს. ბაჩო დოლიძე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ამბობს, რომ თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" ორი დაპირისპირებული ჯგუფი კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, მაშინ მელიას ფლანგს ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

არაფორმალურ მმართველობას უარყოფს "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტი. ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ მერაბიშვილსა და კეზერაშვილს პარტიაში გავლენები არ აქვთ და გადაწყვეტილებებს ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭო იღებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესი - ძველი კადრების პარტიაში დაბრუნება, "ქართულ ოცნებას" უმყარებს არგუმენტს, რომ ამ ოპოზიციურმა ძალამ საკუთარი რესურსი ამოწურა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ძველი სახეების მიბრუნების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოახერხებს.

არჩევნებში გამარჯვებას "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ჩანს, სწორედ ძველი სახეებით გეგმავს. ამის დასტურია ისიც, რომ 2 კვირის წინ შექმნილ მოძრაობა - "გამარჯვების პლატფორმას", ასევე პარტიის ძველი კადრი - გიორგი ვაშაძე შეუერთდა. სხვა ვინ აპირებს ხაბეიშვილი/ვაშაძის ერთიანობაში გაწევრიანებას უცნობია. თავად პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოქტომბერში საზოგადოებას მოძრაობის ახალ წევრებს გააცნობენ.

იქამდე, სანამ ახალ სახეებს დაასახელებენ, უკვე ცნობილია ის პარტიები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას გამორიცხავენ. "დროა", ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი", დამოუკიდებელი დეპუტატები, "ლელო", "გირჩი" და გიორგი გახარიას პარტია ხაბეიშვილი/ვაშაძის ერთობას არ უერთდებიან. მათი ეს პოზიცია განსაკუთრებით გამყარდა მას შემდეგ, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ არაფორმალურ გავლენებზე ყოფილი მენეჯმენტის წევრები ღიად ალაპარაკდნენ.

"გამარჯვების პლატფორმას" რომ გამარჯვების არანაირი რესურსი გააჩნია, დღეს კიდევ ერთხელ თქვეს სახელისუფლებო გუნდში. იმ ფონზე, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის შიგნით არაერთი პრობლემა აქვს, მმართველი პარია თვლის, რომ ერთობის შანსებზე საუბარი არასერიოზულია.

2024 წლის არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი. ამ დრომდე უცნობია, ოპოზიციური პარტიები რა კონფიგურაციით აპირებს ბრძოლას. ცნობილია მხოლოდ ერთი, რომ ნაციონალური მოძრაობა შიდა დაპირისპირების პარალელურად, გუნდში ძველ კადრებს აბრუნებს და გამარჯვებას სწორედ ამ ფორმულაში ხედავს.

 

დღის ამბები