"ნაციონალურ მოძრაობაში" ზურაბ ჭიაბერაშვილის დაბრუნებას მმართველ გუნდში აფასებენ.
ერთობის შექმნის მცდელობა არასერიოზულია "ქართული ოცნებისთვის", სადაც ფიქრობენ, რომ კრახი გარდაუვალი იქნება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ყოფილი "ნაციონალები" არ არსებობენ და ამ გზით ცდილობენ როგორმე გარდაუვალი დამარცხება აირიდონ თავიდან.
"იმდენად უნდათ, რომ თავი დაიხსნან გარდაუვალი დამარცხების ფორმულისგან, რომელიც დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული "ნაციონალური მოძრაობის" თავზე, რომ ყველაფერს ცდილობენ რაღაცა ფორმით დაუსხლტნენ ხელიდან გარდაუვალ მარცხს.
პლატფორმა, რომელიც მათ აქვთ, ამ რესურსით ცდილობენ დამარცხების რეპუტაცია შეცვალონ. რაც მეტი ადამიანი იქნება დაკავშირებული" ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც განწირულია დამარცხებისთვის, ქართული პოლიტიკისთვის, შეიძლება ეს უკეთესი იყოს. როგორც ჩანს ყოფილი "ნაციონალები" არ არსებობენ და შესაბამისად შენიღბვის ტაქტიკა სინამდვილეში იყო სრული ფარსი, რომელიც მოტყუება იყო", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.