15 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
საკრუიზო ლაინერი, რომელიც ბათუმში შემოვიდა, სანქცირებულთა სიაში არ არის - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს სოჭიდან ბათუმში ჩამოსვლის საკითხს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ საკრუიზო ლაინერი სანქცირებულთა სიაში არ არის, მონიტორინგს კი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად, პერმანენტულად ახორციელებს იმ გემების სკრინინგს, რომლებიც შემოდიან საქართველოში სანქციებთან მიმართებაში. Astoria Grande, რომელიც იმყოფებოდა საქართველოს წყლებში, არ იმყოფება რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებში და იგი ახორციელებს თავისუფლად გადაადგილებას მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში.

როცა ტურისტებისთვის საავტომობილო გზის მიმართულებით გზა ხსნილია, როცა გზა ხსნილია საჰაერო მიმოსვლისთვის, აუცილებელია, რომ ქვეყანა პოზიციონირებდეს და აითვისოს ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია მას საზღვაო მიმართულებითაც", - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

 

დღის ამბები