კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით ფესტივალი "მომავლის ხმები" დასრულდა.
17-დან 28 ივლისამდე ანაკლიამ 18 სალოტბარო სკოლის 420 მოსწავლეს უმასპინძლა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან.
ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში სამი კონცერტი გაიმართა.