15 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ჩვენ წამოვეწევით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჩინეთთან ურთიერთობის მიმართულებით - გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განმარტებით, საქართველოსა და ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობა არა თუ დააზიანებს საქართველოს, პირიქით, ხელს შეუწყობს წამოეწიოს დასავლელ პარტნიორებს, ჩინეთთან ურთიერთობის მიმართულებით.

ვოლსკის განმარტებით, ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად.

"110 ქვეყანასთან აქვს ჩინეთს სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანასთან და პირდაპირ ევროკავშირთან აქვს სტრატეგიული დღის წესრიგის შეთანხმება. შესაბამისად, არა თუ დააზიანებს, ჩვენ წამოვეწევით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჩინეთთან ურთიერთობის მიმართულებით. უბრალოდ, პატარა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის სტაბილურობა და პოლიტიკური საკითხები, რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და უამრავ სხვა მიმართულებას არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები