15 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
საქართველოს მთავრობის არჩევანია, თუ რა სახის ურთიერთობა ექნება ჩინეთთან - კელი დეგნანი

"საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან," - ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს. კელი დეგნანს შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს, მისი შეფასებით, ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო.

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს არჩევანია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები და აშშ გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას მომდევნო წლების განმავლობაში ისევე, როგორც ეს გასული სამი ათწლეულის მანძილზე ხდებოდა.

"პირველ რიგში მივულოცავ ქართველ სპორტსმენებს საზაფხულო საუნივერსიტეტო ოლიმპიადაში მონაწილეობას. ძალიან მიხარია, ქართული დროშა წარმოდგენილია საერთაშორისო შეჯიბრებაში.

რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობის საკითხს, ეს არის საქართველოს მთავრობის არჩევანი ,თუ რა სახის ურთიერთობა ექნება ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა, რომელიც "ერთი სარტყელი ერთი გზის" ინიციატივაში იყო ჩართული, გადაწყვეტილება მიიღო, დაეტოვებინა ის იმის შემდეგ, რაც რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ინიციატივაში ყოფნა მათთვის სარგებლიანი არ იყო.

ვფიქრობ ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მომდევნო წლების განმავლობაშიც, ისევე როგორც ეს გასული სამი ათწლეულის მანძილზე ხდებოდა. საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობამ კი ნამდვილად მოიტანა ხელშესახები შედეგები საქართველოსთვის," - აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები