ხელმოცარულები, ვინც ოპოზიციაში გვყავს, სწორედ ამაზე აკეთებდნენ აქცენტს, რომ რა დროს ჩინეთთან ურთიერთობა არისო. სინამდვილეში უნდა აიღოთ სტატისტიკა და ნახოთ, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის საგარეო ვაჭრობა 800 მილიარდ დოლარს აღემატება. 2012 წელს დაახლოებით 300 მილიარდი იყო და 2023-ში დაახლოებით 800 მილიარდ დოლარს აღემატება“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ტელეკომპანია ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არის საჭირო ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან და ხომ არ უქმნის საფრთხეს ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს მაშინ, როდესაც ჩინეთი ავტორიტარული ქვეყანაა და არ დგას ცივილური სამყაროს გვერდზე რუსეთ-უკრაინის ომში.
ირაკლი ზარქუას განცხადებით, "რადიკალური ოპოზიციის" მთავარი ამოცანაა, ყველა ნაბიჯი გააქილიკონ, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესადაგება.
„ჩვენი ხელმოცარულები ოპოზიციაში და მათი ტელევიზიები ამის გამო გვაქილიკებდნენ, რომ რა დროს სტრატეგიული თანამშრომლობააო. აღმოჩნდა, რომ ჩინეთს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ბელგიასთან, გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და გაგიკვირდებათ და უკრაინასთან. რომელიმე აღშფოთდა ჩვენი ხელმოცარული?-არა. იმიტომ, რომ მათი ამოცანაა, ყველა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეხმიანება და შეესადაგება, ეს გააქილიკონ. ბუნებრივია ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას იმიტომ, რომ არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ სწორი, ობიექტური ინფორმაცია და ანალიზს თვითონ გააკეთებენ. ამიტომ, ის მცდელობა რაც ჰქონდა მთელი ამ დღეების განმავლობაში ამ ხელმოცარულ ოპოზიციას, რომ რა დროს სტრატეგიული ურთიერთობა არისო, ნახევარი ევროპა არის სტრატეგიულ ურთიერთობაში ჩინეთთან, მათ შორის, უკრაინაც და ხმა არ ამოუღიათ ამაზე, და პლუს ვაჭრობის სტატისტიკა აიღე, 800 მილიარდს ასცდა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე წელს, ამით ყველაფერია ნათქვამი“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.