პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე ახალ სტატუსს აქვეყნებს. სააკაშვილი წერს, რომ "ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი."
"ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი.
ადრე ბოჩელი, სტინგი, ხულიო და ენრიკე იგლესიასები, ახლა დიმა კალდუნი, საფონოვი, ტრიფონოვი და ა.შ. მე კიდევ ციხეში მაკარგინებთ დროს...,"- წერს სააკაშვილი.