15 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ქმნის პარალელურ რეალობას - პაატა მანჯგალაძე

დონალდ ტრამპის ბრალმა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ეხება, ქართულ ოცნებას ასევე 2020 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები გაახსენა. კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები", რომელმაც ხმების პარალელური დათვლის შედეგები ხარვეზებით გამოაქვეყნა. მმართველი გუნდი პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი სამი წლის წინანდელი თემის აქტუალიზებას არარელევანტურს უწოდებს.

სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ხელოვნურად ქმნის პარალელურ რეალობას.

"საქართველოში არჩევნები ყალბდება და ტოტალური გაყალბება მიდის. " ქართული ოცნებას" თუ აინტერესებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების ამბები, უნდა ვისაუბროთ მონაცემებით შეცდომით მიწოდებაზე არამედ დავიწყოთ საარჩევნო კამპანიის პირველივე დღიდან. "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ქმნის პარალელურ რეალობას . რა უნდა გააყალბოს ოპოზიციამ?! რისი შანსი აქვს ოპოზიციას?!", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, 2020 წელს არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა, თუმცა ისიც ფაქტია რომ პარალელური დათვლის შედეგები არასწორად გავრცელდა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

"2020-ში არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, ამაზე გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. სამწუხაროდ, მეორე რეალობა არის ის, რომ პარალელური დათვლის შედეგები არასწორად იყო წარმოდგენილი, ამით საზოგადოება შეცდომაში იქნა შეყვანილი. თუ იყო გაყალბებული, თუ დანაშაულის ნიშნებია, არსებობს სახელმწიფო ორგანოები და გამოიძიონ", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები