17 აგვისტო 2026,   09:37
ვრცლად
პრემიერა ზესტაფონის დრამატულ თეატრში, სპექტაკლ "სულიკოს" წარმოდგენას კულტურის მინისტრი დაესწრო

პრემიერა ზესტაფონის დრამატულ თეატრში. ვარინკა წერეთლის ბიოგრაფიის მიხედვით ახალი სპექტაკლი შეიქმნა.

სპექტაკლ „სულიკოს" წარმოდგენას კულტურის მინისტრი , იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვარინკა წერეთელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ზესტაფონში ბიბლიოთეკის გახსნის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თეატრის აღდგენის ინიციატორიც იყო, მის სახელს უკავშირდება ქართული სიმღერის - „სულიკოს“ მელოდია.

ვარინკა წერეთლის ბიოგრაფიის სცენაზე გაცოცხლების იდეა ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვახტანგ ჯუღელს, ეკუთვნის.

დღის ამბები