კონსერვატიული გაერთიანების ”საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებლის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, საქართველოს ისეთ პოლიტიკას აწარმოებს, რომელმაც მის მიმართ დაინტერესება გაზარდა და ჩინეთს ნაირი სახელმწიფოს მხრიდან, საქართველოს ნდობა და პატივისცემა მნიშვნელოვანია.
შაქარაშვილის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, რომელ ქვეყანასთან გააღრმავებს ურთიერთობებს, რადგან ეს საქართველოს განვითარების, გადარჩენის და გამთლიანების გასაღებია.
"საქართველო აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომელმაც მის მიმართ დაინტერესება გაზარდა, ნდობა და პატივისცემა ისეთ ქვეყნის მხრიდან, როგორიც არის ჩინეთი მნიშვნელოვანია.
განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნულთან დაკავშირებით, რომელიც გაუგებარი განცხადება იყო იმასთან აკავშირებდათ, რომ ისინი დააკვირდებიან პროცესს და მოელიან, რომ ეს ყველაფერი წარიმართება გამჭვირვალედ. ეს არის საქართველოს გადასაწყვეტი, ეს არის საქართველოს შიდა საქმე, საქართველოს განვითარების, გადარჩენის და გამთლიანების გასაღები.
ოპოზიციის მდგომარეობა ყველაზე კარგად აღწერა, პაატა მანჯგალაძის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ თითქოს ორი ბატონის მონობა შეუძლებელია. არა თუ ორი ბატონის, საქართველო ბატონად არ განიხილავს არც ერთ სახელმწიფოს", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.