19 სექტემბერი 2024,   19:47
ვრცლად
რაჭაში სტიქიის ზონიდან უკვე 140 ადამიანია გამოყვანილი - დილიდან ამ დრომდე 9 საევაკუაციო რეისი შესრულდა

რაჭაში სტიქიის ზონიდან უკვე 140 ადამიანია გამოყვანილი. დილიდან ამ დრომდე უკვე შესრულდა 9 საევაკუაციო რეისი. 

უსაფრთხო ადგილას გადაყვანილებს შორის არიან ბავშვებიც. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. 

შეგახსენებთ, იმ 50 ადამიანიდან, ვისთანაც გუშინ მეწყერის დაწყებიდან გვიანობამდე კავშირი ვერ მყარდებოდა, 6 მათგანთან კავშირი გვიან ღამით შედგა. ისინი მამისონის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ. სტიქიას, სამწუხაროდ, ოფიციალური ინფორმაციით 2 ადამიანი ემსხვერპლა, რომეკლთა ცხედრებს დღეს გადმოიყვანენ და მათი იდენტიფიცირებაც დღეს მოხდება. 

დღის ამბები