15 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, ძალიან მძიმე სანახავია, მიწის მასა საკმაოდ დიდია და მთლიანად არის დაფარული ტერიტორია, რომელსაც კურორტი შოვი ქვია - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ვიყავით ადგილზე და ძალიან მძიმე სანახავია. სამწუხაროდ ის მიწის მასა, რომელიც მოტანილია, საკმაოდ დიდია და მთლიანად არის დაფარული ტერიტორია, რომელსაც კურორტი შოვი ქვია. 

მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, ისინი გუშინ კატასტროფის წუთიდან ადგილზე მუშაობდნენ. ბევრი ადამიანი გადაარჩინეს, ამჟამად ვეძებთ 36 ადამიანს, რომელიც ჯერ არ არის ნაპოვნი. მაქსიმალურად არის სამაშველო სამსახური მობილიზებული.

ჯარიც არის მობილიზებული სამაშველო საქმიანობისთვის. ახლა კი ნამდვილად არ არის პოლიტიკური განცხადებების დრო," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები