ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. ლიეტუვის უწყება იმედოვნებს, რომ სამაშველო სამუშაოები წარმატებით დასრულდება.
"ჩვენ გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავთ კურორტ შოვში მომხდარი მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. დაშვებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით დასრულდება სამაშველო სამუშაოები," - ნათქვამია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.