ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
"ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას", - აღნიშნიშნულია განცხადებაში.