07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმრის წერილს აგზავნის გვატემალის რესპუბლიკა და კუბა

ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმრის წერილს აგზავნის გვატემალის რესპუბლიკაც.

"გვატემალის მთავრობა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხსა და მთავრობას რაჭის რეგიონში მომხდარი მეწყერის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ," - წერია გვატემალის რესპუბლიკის სამძიმრის წერილში.

ქვეყანას სამძიმარს უცხადებს კუბაც.

""მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, გარდაცვლილთა ნათესავებს და ახლობლებს," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები