20 აგვისტო 2026,   12:10
ვრცლად
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი მაღალი გამავლობის ავტომობილებით განახლდა.

უწყების ცნობით, ახალი სატრანსპორტო საშუალებები როგორც თბილისის, ასევე, რეგიონული დანაყოფების ჯგუფებს გადაეცემა.

"აღნიშნული განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში ექსპერტ-კრიმინალისტების მობილურობის გაზრდას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება რთულად მისადგომ, სპეციფიკურ რელიეფზე დროული და შეუფერხებელი გამოცხადება. ასევე, თანამედროვე აღჭურვილობისა და მოპოვებული მტკიცებულებების სტანდარტების სრული დაცვით ტრანსპორტირება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები