შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.