19 სექტემბერი 2024,   19:25
ვრცლად
შოვში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა - რა მოხდა სტიქიური უბედურების ზონად ქცეულ უნიკალურ კურორტზე

3 აგვისტოს შოვში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა - სტიქიური უბედურების ზონაში ჩარჩენილ, გადარჩენილ და სამშვიდობოს გამოსულ ადამიანებს, მეწყრული პროცესების განვითარების პირველივე წუთებიდან მხოლოდ ერთი შეკითხვა ჰქონდა - რა მოხდა ტრაგედიის ზონად ქცეულ უნიკალურ კურორტზე.

სტიქიის შედეგად დაკარგულებს მეოთხე დღეა ეძებენ - ოჯახებს, ბავშვებს, ვინც შოვის ულამაზეს ბუნებაში დასასვენებლად იყო წასული და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შოვში ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, ულამაზესი სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები აშენდა. 1928 წელს შოვმა პირველი დამსვენებლები მიიღო. მას შემდეგ, შოვი იდეალური ადგილი იყო მათთვის, ვისაც მთიან რეგიონში დასვენება უყვარს.

3 აგვისტოს, დღის ოთხი საათისთვის, მედიაში პირველი ცნობები გავრცელდა, რომ რაჭაში, კურორტ შოვთან, დამანგრეველი მეწყერი ჩამოწვა და ერთ-ერთი სასტუმროს 16 სტუმარი დახმარებასა და ევაკუაციას ითხოვს.

15:10 წუთზე 112-ში პირველი ზარი შედის გადაუდებელი დახმარების მოთხოვნით.

16:50 - შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ განცხადებას აკეთებს შოვში მეწყრის შესახებ - უწყება ამბობს, რომ მიღებულია არაერთი შეტყობინება, ადგილზე მობილიზებულია და ემატება ტექნიკა.

სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა დანაყოფები.

მდინარე ბუბასწყლის ხეობაში , მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში. შოვის ტერიტორია თითქმის სრულად მოიცვა მიწის მასამ. დაზიანდა სასტუმრო „სანსეტ შოვი“. მასამ კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო.

დღის ამბები