19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
სტიქიის ზონაში, სამაშველო ბრიგადებმა დღეს ახალი გზის მონაკვეთის გახსნა შეძლეს - განადგურებულ საკურორტო ზონაში სამძებრო სამუშაოები უწვეტ რეჟიმში მიმდინარობს

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების არეალი გააფართოეს - სტიქიის ზონაში სამაშველო ბრიგადებმა დღეს ახალი გზის მონაკვეთის გახსნა შეძლეს. სამძებრო ორპარცია მდინარე ჭანჭახის მარცხენა სანაპიროზე მიმდინარებს. ღვარცოფულ ადგილებში მაშველებმა სპეციალური რკინის კონსტრუქციები შეიტანეს, რომ ფეხით გაადაგილება ერთი ადგილიდან მეორე მხარეს მარტივი იყოს. ძებნა ხორციელდება იმ ხეობაში, სადაც განთავსებული იყო კოტეჯები, ინფრასტუქტურა და სადაც შესაძლოა მოქალაქეები ყოფილიყვნენ.

სამძებრო სამუშაოები, ადგილზე დამატებითი ტექნიკის შეყვანა - დროებითი ხიდის აღდგენამ უფრო გაამარტივა. ღვარცოფულ ადგილზე უკვე მე-3 დღეა 60 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. ინფრასტუქტურის სამინსტრო დამატებით ძალებს ელოდება. მძიმე ტექნიკასთან ერთად სამძებრო ღონისძიებები ყველა საშუალებით -ცოცხალი ძალით, დრონის დახმარებით ხორციელდება. დღე-ღამის განმავლობაში სამაშველო ბრიგადები შიშველი ხელით ცდილობდნენ დაკარგული ადამიანების პოვნას.

განადგურებულ საკურორტო ზონაში სამუშაოები დღე-ღამის განმავლობაში უწვეტ რეჟიმში მიმდინარობს. მეწყრულმა პროცესებმა დაფარა 20ჰა მიწის ფათობი. არის ადგილები, სადაც ღვარცოფული მასა 5-6 მეტრს აღწევს. სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს დიდი ქვის ლოდები, რომელიც ადიდებულმა მდინარეებმა ხეობაში ჩამოიტანა. სირთულეების გამო თავდაცვის ძალებმა სპეციალური ბილიკები მოაწყო, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ლოკაციების შესწავლა უფრო შესაძლებელია.

გარდაცვლილთა რიცხვი დღესაც გაზრდილია. ნაპოვნი ცხედრები ქუთაისში პროზექტურაშია გადასვენებული და მათი უმეტესობა იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილთა შორის ბავშებიც არიან.

სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებს ადგილზე მონიტორინგს უწევენ ადილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წამომადგენლები. სტიქიის ეპიცენტრში დღესაც იმყოფებოდნენ მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები , თბილისის მერი და რაიონის გამგებელი.

სამძებრო სამუშაოებში - ჯარისკაცებთან, მაშველებთან, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად, ადგილოვრივივებიც ჩართულნი არიან. მოსახელობა, რომლის მითითებითაც ზოგიერთი ადგილის იდენტიფიცირება უფრო ადვილია. სტიქიის ზონაში გზის 70% უკვე გაყვანილია. სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებიან წითელი ჯვრის წამომადგენლებიც.

დღის ამბები