07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ხერსონი. ჭურვები კერძო სახლს და კორპუსს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. სახლის ნანგრევებში მაშველებმა 59 წლის ქალის ცხედარი ნახეს - დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.

იერიშები იყო დნეპრო-პეტოვსკის ოლქშიც. უცნობია დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ოკუპანტების ორ მთავარ საკომუნიკაციო გზაზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ჩონ-გარსკის და გენი-ჩესკის საავტომობილო ხიდები დაინგრა. ხიდები ანექსირებულ ყირიმს, უკრაინის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებდა.

"მხოლოდ ამ კვირაში რუსმა ტერორისტებმა ჩვენს წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს 65 სხვადასხვა რაკეტა და 178 თავდასხმის დრონი, მათ შორის 87 „შაჰიდი". ჩვენ მოვახერხეთ მათი მნიშვნელოვანი რაოდენობის ჩამოგდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინის ცის ფარი მხოლოდ გაძლიერდეს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პარტნიორის პასუხისმგებელი პოზიცია საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებაში. იქნება ახალი კომუნიკაცია პარტნიორებთან უკრაინის თავდაცვის პაკეტების შესახებ. კიდევ უფრო მეტ შინაარსს დავამატებთ აგვისტოსა და სექტემბრის უკვე დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებს. მათ შორისაა ყირიმის პლატფორმა, მონაწილეობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. უკრაინას სჭირდება მხოლოდ მაქსიმალური ფოკუსირება გამარჯვების მიღწევაზე. თუ ვინმეს უკვე ჰგონია, რომ ომი "სადღაც იქაა" და რომ სხვამ უნდა მოიგოს ომი, მაშინ უნდა დაუბრუნდეს რეალობას. ჩვენ ყოველდღე გვჭირდება შედეგის მიღწევა უკრაინისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 
დღის ამბები