19 სექტემბერი 2024,   19:13
ვრცლად
აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ლევან იოსელიანი გუგუტიანთკარის მოსახლეობას შეხვდა და ომის შედეგად დაზიანებული სახლები დაათვალიერა.

ამ სოფელში ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, აქტიურად 2019 წლის აგვისტოში მიმდინარეობდა, შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კიდევ 2 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა.

ომბუდსმენის თქმით, ომის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის მოსახლეობა და უკანონო ბორდერიზაცია, აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლის შემდეგაც გრძელდება .

დღის ამბები