19 სექტემბერი 2024,   19:12
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ღვინის მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ღვინის მწარმოებლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რთვლის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. წელს, რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კილოგრამი რქაწითლისა და 1 კილოგრამი კახური მწვანისათვის 20 თეთრს.

დღის ამბები