"ხალხის ძალის" წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წელს, შინდისის გმირებმა განსაკუთრებული თავდადებისა და გმირობის მაგალითი აჩვენეს.
სუბარის განმარტებით, უპრეცედენტო გმირობის ფონზე, იყო არაერთი ღალატისა და გამცემლობის მაგალითი, როდესაც ხელისუფლებამ მოსახლეობა მიატოვა.
"2008 წელს, ქართველმა ხალხმა და ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს გმირობის არაერთი მაგალითი და შინდისის გმირები მათ შორის არიან მართლა გამორჩეულები, თავისი თავდადებითა და თავისი გმირობით, რომელიც დარჩება თაობებს. თუმცა, ამის ფონზე ჩვენ ასევე ვნახეთ, გამცემლობისა და ღალატის ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც ხელისუფლებამ მიატოვა მოსახლეობა, დიდი ლიახვის ხეობაში, პატარა ლიახვის ხეობაში, ფრონეს ხეობაში, კოდორის ხეობაში ისე, რომ არა თუ გამოსასვლელი ტრანსპორტი არ მისცა, არამედ არც კი გააფრთხილეს, რომ მათ საფრთხე ელოდებოდათ და რომ არა თვითორგანიზება, მაშინ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით ბევრი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.