19 სექტემბერი 2024,   19:25
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის პატივსაცემად ალვანში სამხედროები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თანასოფლელები შეიკრიბნენ

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 39 წელი შეუსრულდებოდა.
მის ხსოვნის პატივსაცემად მშობლიურ ქვემო ალვანში,სამხედროები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. მათ ეროვნული გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მოგვიანებით კი ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ გიორგი ანწუხელიძე იყო.

დღის ამბები