19 სექტემბერი 2024,   19:15
ვრცლად
სანიაღვრო სისტემა მუშაობდა, როგორც კი წვიმამ გადაიღო, რამდენიმე წუთში ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტის ზედაპირზე - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში სანიაღვრე სისტემის პრობლემები არის, თუმცა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოებს, ყველგან ხდება ამ პრობლემების გამოსწორება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე ცხაურების თავსახურები ნაგვით იყო დაფარული და მისი ხელით გაწმენდა მოუხდათ, სანიაღვრე სისტემამ კარგად იმუშავა.

"ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს დედაქალაქში. მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას პირველები ვამბობთ ჩვენ და შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ, რომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ეს არის საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, სადრენაჟო სისტემა და ა.შ.

მაგალითისთვის, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე ცხაურები დაფარული იყო ნაგვით, რაც ხელს უშლიდა წყლის ჩადინებას სისტემაში. ასევე, მე გაჩვენებთ თქვენ ვიდეოს, როგორ მუშაობდა სანიაღვრე სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ცხაურები დაფარული იყო, გვიწევდა ხელით გაწმენდა ამ ყველაფრის, მაგრამ სანიაღვრო სისტემა მუშაობდა. როგორც კი წვიმამ გადაიღო, რამდენიმე წუთში, ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტის ზედაპირზე, მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები