20 სექტემბერი 2024,   04:42
ვრცლად
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის - ბოლო მონაცემებით, გადამუშავებულია 7 000 ტონამდე მოსავალი

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის შემდეგ, მოსავლის მიღებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტი იწყებს. ბოლო მონაცემებით, გადამუშავებულია 7 000 ტონამდე მოსავალი, როგორც რქაწითელი და საფერავი, ისე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. რთველის საკოორდინაციო შტაბში, ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 170-მდე ღვინის მწარმოებელი.

ყურძნის გადამუშავების პროცესში კი 25-მდე ღვინის საწარმოა ჩართული. მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 000-მდე მევენახე ფერმერსა და 500-მდე ღვინის მწარმოებელს შეეხება.

დღის ამბები