07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას

გურიაში, სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. გვიან საღამოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნიდან - 7 მოქალაქის გამოყვანა მოხდა. სასტუმროში გადაყვანილია 110 ადამიანი, ხოლო მეხანძრე-მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ორასზე მეტი მოქალაქე.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.

 

დღის ამბები