09 ოქტომბერი 2024,   00:45
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უკრაინის დემონიზებას, ჩვენ არ ვერევით მის საშინაო საქმეებში - ოლეგ ნიკოლენკო

"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უკრაინის დემონიზებას. ჩვენ არ ვერევით მის საშინაო საქმეებში", - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში აჯანყების მომზადებაში უკრაინული მხარე ფიგურირებდა.

"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას, რათა მოაგვაროს მისი შიდა პოლიტიკური საკითხები. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას" - წერს ოლეგ ნიკოლენკო.

დღის ამბები