14 ოქტომბერი 2024,   21:32
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი - სიძულვილი როცა იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება, ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს, მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია

სიძულვილი როდესაც იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელარუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი რესურსები თქვენ წინააღმდეგ იარაღად აქციოს – საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის საწინააღმდეგოდ," – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ღალატსა და აგრესიაში“.

დღის ამბები