15 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა, განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონულ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონულ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა.

"სასიამოვნო იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა.

განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონულ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა,"- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები