24 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
ნიკა კვეკვესკირი - ყველანაირი შედგი შეიძლება დადგეს, მაგრამ ჩვენი პერფორმანსი უნდა იყოს ისეთი, რომელიც საქართველოს ნაკრებს შეეფერება

ხვალ ფეხბურთია, საქართველო უკრაინას ხვდება. ეროვნული ნაკრები ბათუმშია. გუნდი მატჩისწინა ვარჯიში უკვე ჩაატარა. ცნობილია, რომ უკრაინელებთან შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლაშა დვალი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების პერფორმანსი უნდა იყოს ისეთი, რომელიც მას შეეფერება:

"თავდაჯერება საჭიროა, განვლილმა თამაშებმა ზუსტად ეს თავდაჯერება მოგვცა. ამ ნაკრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ის არის, რომ არავისი გვეშინია. უბრალოდ, ეს რაღაც სითავხედეში არ უნდა გადაგვივიდეს და არ მგონია რომ გადაგვივიდა. უბრალოდ მცირედი ფეხის დაცდენა იყო წინა თამაშები, რომელზეც რეაგირება უნდა მოვახდინოთ და ვანახოთ, რომ ამ ნაკრებს შეუძლია ბალანსი იპოვოს და ამ მიზეზით არ უნდა ვაგებდეთ დათამაშებს. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ყველანაირი შედგი შეიძლება დადგეს, მაგრამ ჩვენი პერფორმანსი უნდა იყოს ისეთი, რომელიც საქართველოს ნაკრებს შეეფერება,"- აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი.

 

დღის ამბები