19 სექტემბერი 2024,   02:35
ვრცლად
რუსთავის შესასვლელში ცხენების მონუმენტური კომპოზიციის, "თავისუფლების რაშების" მონტაჟი დაიწყო

რუსთავის შესასვლელში ცხენების მონუმენტური კომპოზიციის, "თავისუფლების რაშების" მონტაჟი დაიწყო. ქანდაკება, რომელიც წლების წინ, რუსთავის სავიზიტო ბარათი იყო, ქალაქს მოსახლეობის თხოვნით უბრუნდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქალაქის შესასვლელის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც, 13 735 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მწვანე კუნძულები და დენდროლოგიური ზონები ეწყობა, დამონტაჟდება განათება და სარწყავი სისტემაც.

 
დღის ამბები