ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტი, დაარსების 7 წლის იუბილეს აღნიშნავს. კურსდამთავრებულებისთვის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. გაიმართა წიგნის-ბიზნესლიტერატურის თარგმნის პრეზენტაციაც. წელს, უნივერსიტეტი 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ დაამთავრა.
ღონისძიებას უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, 500-ზე მეტი სტუდენტი, რომლებმაც წელს უნივერსიტეტი დაამთავრეს არიან ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს მომავლის ეკონომიკა უნდა ააშენონ.
"ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნა. დღეს, 500-ზე მეტი ახალგაზრდა ამთავრებს ამ უნივერსიტეტს და ეს არის ახალი თაობა, რომელიც აწმყოს აკავშირებს მომავალთან და რომელმაც უნდა ააშენოს ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკა. სახელმწიფო ძალიან დიდ ინვესტიციას დებს ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში და მე მჯერა, რომ ახალი თაობა ამ ინვესტიციას გაამართლებს", - განაცხადა არცილ თალაკვაძემ.