06 ოქტომბერი 2024,   23:15
ვრცლად
9 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმე 50 წლის შემდეგ, დნმ-ის ანალიზით გაიხსნა

ჯორჯიის შტატში მკვლელობის საქმე 50 წლის შემდეგ დნმ-ის საფუძველზე გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნახევარი საუკუნის წინ ჩადენილი მკვლელობის მსხვერპლი ცხრა წლის გოგონა, დები ლინ რენდალი იყო, რომელიც 1972 წლის 13 იანვარს გაიტაცეს, როცა ის სახლში მიდიოდა. ცხედარი 16 დღის შემდეგ იპოვეს, გარდაცვლილს სექსუალური ძალადობისა და დახრჩობის ნიშნები ჰქონდა. იმ დროისთვის მკვლელი ვერ იპოვეს, თუმცა  ყველაფერი შეიცვალა სასამართლო ტექნოლოგიის და დნმ-ის ანალიზის შესაძლებლობასთან ერთად ვითარება შეიცვალა.

საქმე იმაშია, რომ პირველადი გამოკვლევების დროს გამომძიებლებმა თმა და ქსოვილის ნაჭერი აღმოაჩინეს. 2001 წელს ჩატარებული ტესტებით, გამოძიებამ რამდენიმე ეჭვმიტანილის გამორიცხვაც შეძლო.

შემდგომი ტესტები ჩატარდა 2015, 2019 და საბოლოოდ 2022 წელს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ გასულ წელს გახდა შესაძლებელი, 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობასა და გაუპატიურებაში დამნაშავის იდენტიფიცირება - ის უილიამ როუზი აღმოჩნდა, რომელიც დანაშაულის ჩადების დროს 24 წლის იყო და სასტიკი მკვლელობიდან 2 წელიწადში, 1974 წელს თავი მოიკლა.

დღის ამბები