22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, იგორ კოლომოისკის ქონების დაყადაღების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ქონების დაყადაღების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი ეჭვმიტანილია თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაში. როგორც უკრაინული მედია იუწყება, 2013-დან 2020ცწლამდე, მან ნახევარ მილიარდზე მეტი გრივნა გაათეთრა.

კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის ინფორმაციით, პროკურატურა კოლომოისკის აქტივების დაყადაღებას ითხოვდა, თუმცა უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლემ, პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბიზნესმენს ბრალის წარდგენის შემდეგ, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დღის ამბები