06 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ზაქარია შუბითიძე საქართველოში ჩამოასვენეს. ის დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნესთან ბრძოლისას დაიღუპა.

ზაქარია შუბითიძე "ქართული ლეგიონის" წევრი იყო, სამხედრო მოქმედებების დროს იგი მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახის წევრები და ახლობლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ და დაღუპულ მებრძოლს პატივი მიაგეს.

დღის ამბები