06 სექტემბერი 2024,   12:08
ვრცლად
ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა - პროგრამა გრძელდება

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება. ახალი ბინის გასაღები დღეს ვარკეთილში მცხოვრებმა 35-მა ოჯახმა მიიღო, თეთრი კარკასის მდგომარეობაში საცხოვრებელ ფართებს კი კიდევ 107 მოქალაქე მიიღებს. თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 8 ათასს კვადრატულ მეტრზე კომპლექსის აშენების ვალდებულება კომპანია "არქი ჯგუფმა" აიღო. მუნიციპალიტეტს 142 ბინა გადაეცა თეთრი კარკასის მდგომარეობით.

ჩანაცვლების პროგრამაში მოსახვედრად მოქალაქეებმა მერიას უნდა მიმართონ, სახლის ავარიულობის კატეგორიის დადგენის შემდეგ კი ახლის ასაშენებლად ყველა მობინადრის თანხმობაა საჭირო.

ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით 3 ავარიული კორპუსის დემონტაჟი მიმდინარეობს, მათი მობინადრეები კი ახალ ბინებს 2 წელიწადში მიიღებენ.

თბილისში, დაახლოებით 10 000-მდე დაზიანებული შენობა-ნაგებობაა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის სტატუსი აქვს მინიჭებული. დედაქალაქის მერიამ სპეციალური პროგრამა მოამზადა, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად მოხდება ძველი კორპუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლებით.

დღის ამბები